ხაზარაძე: არჩევნებზე არ მისვლა კალაძისთვის ხმის ჩუქებაა

როცა შენ მოგიწოდებენ, რომ ამომრჩევლის ხმა არ გამოიყენო, თუნდაც იმიტომ, რომ შენი პროტესტი გამოხატო ან არ აჩუქო შენი ხმა მოწინააღმდეგეს - ეს მართებული არ არის. არ მისვლა არჩევნებზე არის მოწინააღმდეგისთვის, ამ შემთხვევაში კალაძისთვის, საჩუქრის გაკეთება - არ მიდიხარ არჩევნებზე, კალაძეს აძლევ 1 ხმას.

ისმის კითხვა: ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, თუ მთლიანად ოპოზიციის ინტერესებშია? ნათელია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა, რადგანაც თუ მოქალაქეები, რომლებმაც 1 წლის წინ მოიგეს თბილისის არჩევნები, გაყალბების პირობებში, გაბრაზდებიან, მათ წინ ვერანაირი მექანიზმი ვერ გააჩერებს. მოლდოველებმა ხომ შეძლეს, ჩვენც შევძელით 1 წლის წინ. ამიტომ თბილისელებმა ეს გაბრაზება უნდა გამოხატონ.

განაცხადა "ლელო - ძლერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.