ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება

ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის ნაცვლად სამი-სამზე შეხვედრა ჩატარდება — პირისპირ საუბრის ნაცვლად, მოლაპარაკებებს უფრო დიდი ჯგუფი დაესწრება.

ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში პუტინთან პირისპირ შეხვედრები ხშირ შემთხვევაში გაურკვევლობას ტოვებდა, რადგან ოთახში მხოლოდ თარჯიმანი იმყოფებოდა და არ იყო ზუსტი ინფორმაცია, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. ერთ-ერთ შეხვედრის შემდეგ, გერმანიაში, ტრამპმა თარჯიმანს თარგმნის ჩანაწერების გადაგდებაც სთხოვა.

ახლა, სესიის დროს, მათთან ერთად იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი, რაც, ვაშინგტონის შეფასებით, უფრო მკაფიო ანგარიშის მომზადებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის ვერსია ამერიკულისგან განსხვავებული აღმოჩნდება. მონაწილეებში ერთ-ერთი ასევე გააკეთებს ოფიციალურ ჩანაწერებს — რაც უმაღლესი დონის სამიტების ისტორიულ ფიქსაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.