რუსეთის არმიამ სუმის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ სუმის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ სუმის ცენტრალურ ნაწილზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს შემთხვევის ადგილზე. ამ დროისთვის დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, ხოლო რა ტიპის იარაღი გამოიყენეს, არ დაზუსტებულა.

ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი ცენტრალურ ბაზარზე გაჩნდა და მათ ხანძრის კადრებიც გაავრცელეს.