ალასკაში შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან მაკრონი და ზელენსკი

ალასკაში შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან მაკრონი და ზელენსკი

ელისეს სასახლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს ისაუბრეს.

ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ „იმ მომენტში შეხვდებიან, როდესაც ეს ყველაზე სასარგებლო და ეფექტური იქნება“.

ამ კვირაში ზელენსკი ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ხოლო ლონდონში - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შეხვდა.