ტრამპი: უკრაინის ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული

უკრაინის ტერიტორიების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ იქნება მიღებული. განხილული იქნება, თუმცა გადაწყვეტილებას უკრაინა მიიღებს და ვფიქრობ, ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე აქ უკრაინის სახელით სასაუბროდ არ ვარ. აქ ვარ იმისთვის, რომ ისინი მაგიდასთან დავსვა. მისმინეთ, ვლადიმერ პუტინს მთელი უკრაინის აღება სურდა. მე რომ არ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, ახლა მთელ უკრაინას აიღებდა, მაგრამ ამას არ გააკეთებს

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.