უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 ჩამოაგდეს.

"მტერმა [უკრაინას] პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, ბელგოროდის ოლქიდან კი X-59 მართვადი რაკეტით.

მიკოლაევის რეგიონში, დრონების უმეტესობა სწორედ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.