
არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ "მშვიდობის პროექტი" სულ უფრო მეტად ემსგავსება "ომის პროექტს". ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას.
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიდასავლური განცხადებით ეხმაურება უნგრეთის პრორუსი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელშიც ის ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა "ომის გეგმა წარადგინა" და ამის საწინააღმდეგოდ ბუდაპეშტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.