
უნგრეთის პრორუსი პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ირწმუნება, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა "ომის გეგმა წარადგინა" და ამის საწინააღმდეგოდ იგი ბუდაპეშტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში, ბრიუსელის ომის გეგმა წარმოადგინეს: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან და რუსეთი საბოლოოდ გამოიფიტება. ჩვენ არ გვითხრეს, რა დაჯდება ეს ან რამდენ ხანს გაგრძელდება“, - დაწერა ორბანმა Facebook-ზე.
ორბანმა აღნიშნა, პეტიციის კამპანია შეეცდება, რომ ქვეყნის „ყველა ქალაქსა და სოფელს“ მიწვდეს.
„დანიაში გარკვევით განვაცხადე: ჩვენ ამაში მონაწილეობა არ გვინდა“, - ამტკიცებს ორბანი.
ცნობისთვის უნგრეთის პრემიერმინისტრი კრემლთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, მან არაერთხელ დაბლოკა ან შეაფერხა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და ასევე ევროკავშირში გაწევიანების პროცესი.