რუსეთმა უკრაინას 118 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 118 დრონით შეუტია

11-12 ოქტომბერს რუსებმა უკრაინას 118 დრონითა და Kh-31 ტიპის მართვადი რაკეტით შეუტიეს.

ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იერიში 10 ლოკაციაზე განხორციელდა.

ირკვევა, რომ შეტევა ამ დროისთვისაც გრძელდება.

შეტევის განხორციელებამდე, კიევსა და რამდენიმე რეგიონის ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა.