
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
მათი ინფორმაციით, დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.დ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე რ.დ.-მ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის, შსს საინფორმაციო ბზაში გადამოწმების და მოქალაქე რ.კ.-სთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1000 აშშ დოლარი აიღო.
დაკავებისას რ.დ.-მ გენერაალური ინსპექციის თანამშრომლების დანახვაზე, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც მოახდინა შეჯახება. აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რად დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. რ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას თანხის ნაწილი - 500 აშშ დოლარი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.