უკრაინის პრეზიდენტი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ლატვიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, კრიშიანის კარინში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რიგაში, ჩემო მეგობრებო - ვოლოდიმირ ზელენსკი და დმიტრო კულება! ლატვია მყარად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. დიდება უკრაინას!", - წერს კარინში.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან მოლაპარაკებები გამართა.