
რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 34 წლის თარბეი (თაბო) არქანია ემსხვერპლა.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მებრძოლის ახლობელი უდასტურებს, რომლის თქმითაც თაბო არქანია 5 მაისს დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან დაიღუპა.
არქანია უკრაინაში ცხოვრობდა. იგი აფხაზეთიდან იყო დევნილი.
მას ქალაქ ოდესაში 10 მაისს დაკრძალავენ.