უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ლეგიონი - სვობოდა როსიი რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს. ლეგიონმა შესაბამისი მიმართავ ტელეგრამის არხზე გაავრცელა.
"მივმართავთ რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეებს! უკანა მხარეს თბილად მოკალათებული პოლიტიკური ხელმძღვანელები დაჟინებით მოგიწოდებენ კი ტყვედ არ ჩაბარდეთ, არამედ თქვენივე ხელყუმბარაზე აფეთქდეთ. თუმცა ასობით რუსი ჯარისკაცი დანაშაულებრივ ბრძანებას უგულებელყოფს, ირჩევს სიცოცხლეს და სიკვდილს ვიღაც პოლკოვნიკის მორიგი მედლისთვის ან გერასიმოვის ახალი სახლისთვის. ეს გადაწყვეტილება - ჯანსაღი ალტერნატივაა უაზრო სიკვდილისა.
მოვუწოდებთ რუსეთის ჯარის ყველა სამხედრო მოსამსახურეს ნებაყოფლობით ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, როგორც ეს თქვენმა ამხანაგებმა გააკეთეს. ხოლო მათ, ვისაც რუსეთის ნორმალური მომავლისთვის ბრძოლის სურვილი აქვს - არსებობს რკინის შესაძლებლობა შემოუერთდნენ ლეგიონს. მზად ვართ ყველასთან გვქონდეს კომუნიკაცია, ვისაც კრემლის წინააღმდეგ იარაღის აღმართვის სურვილი აქვს", - წერია ლეგიონის მიმართვაში.