უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინაზე 53 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინის გენშტაბი: დღის განმავლობაში რუსებმა უკრაინაზე 53 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 53 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

"დღის განმავლობაში მტერმა 53 სარაკეტო და 11 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 40. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. დღის განმავლობაში, მტერთან 10 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 223 910 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.