
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების შესახებ წერილი გაუგზავნა , - ამის შესახებ თეთრი სახლის ორმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.
პრეზიდენტმა ტრამპმა წერილი პუტინს პირადად გადასცა ალასკაში გამართული სამიტის დროს.
ოფიციალური პირების თქმით, წერილში საუბარი იყო უკრაინიდან ბავშვების იძულებით გადაყვანაზე, თუმცა სხვა დეტალები არ გასაჯაროვებულა. ამ წერილის არსებობის შესახებ აქამდე ცნობები არ გავრცელებულა.
უკრაინა რუსეთის მიერ ათიათასობით ბავშვის გატაცებას „ომის დანაშაულად“ და გაეროს კონვენციის თანახმად გენოციდის ნიშნებად აფასებს.