ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება

ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამმხრივი შეხვედრის ფორმატს - უკრაინა, აშშ და რუსეთი. მისი თქმით, ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპთან პირისპირ მოლაპარაკებაზე დეტალურად განიხილავს ომის დასრულებისა და მშვიდობის მიღწევის საკითხს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ევროპის ჩართულობა ყველა ეტაპზე და მიესალმა აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მიღებულ პოზიტიურ სიგნალებს.

"პრეზიდენტ ტრამპთან მქონდა ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი — ჯერ პირისპირ, შემდეგ კი ევროპელი ლიდერების მონაწილეობითაც. საუბარი მთლიანობაში საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, საიდანაც დაახლოებით ერთი საათი - მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივ დიალოგში.

უკრაინა კვლავ ადასტურებს, რომ მზად არის მაქსიმალური პროდუქტიულობით იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად. პრეზიდენტმა ტრამპმა გამაცნო თავისი შეხვედრის ძირითადი პუნქტები რუსეთის ლიდერთან. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალა გავლენას ახდენს სიტუაციის განვითარებაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას სამმხრივი შეხვედრის შესახებ - უკრაინა, ამერიკა და რუსეთი. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხები უნდა განიხილებოდეს ლიდერების დონეზე და ამისთვის სამმხრივი ფორმატი შესაფერისია.

ყველა დეტალს, რომელიც შეეხება მკვლელობების შეწყვეტასა და ომის დასრულებას, დავაყენებ დღის წესრიგში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, ორშაბათს. მადლობას ვუხდი მას მიწვევისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულნი, რათა ამერიკასთან ერთად საიმედოდ უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ ასევე განვიხილეთ ამერიკის მხრიდან პოზიტიური სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების გარანტირების საკითხში. ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!",- წერს ზელენსკი.