ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა და 150–ზე მეტი დაშავდა

ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა და 150–ზე მეტი დაშავდა

სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა და 150–ზე მეტი დაშავდა ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად.

30 სექტემბერს ღამით მომხდარი 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ სებუსთან დაფიქსირდა. დანგრეულია შენობები, გზები და წყალმომარაგების სისტემა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ეპიცენტრში მდებარე ქალაქ ბოგოს საავადმყოფოს გადატვირთვის გამო საჭირო გახდა საველე ჰოსპიტალების მოწყობა.

მიწისძვრის შემდეგ დაკარგულად ითვლება ათეულობით ადამიანი. სამძებრო–სამაშველო ოპერაციასთან ერთად, ხელისუფლება წყლით და ელექტროენერგიით მომარაგების სისტემების აღდგენას ცდილობს.

სებუ ტურისტებში პოპულარული კუნძულია, სადაც სამ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.