
ალასკაში გამორჩეულად კარგი და წარმატებული დღე იყო! შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ძალიან კარგად წარიმართა, ისევე როგორც ღამის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპის რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის ნატოს მაღალი რეპუტაციის მქონე გენერალურ მდივანთან. ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთისა და უკრაინის შორის ამ საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა არის უშუალოდ მშვიდობის შეთანხმება, რომელიც ომს მთლიანად დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად ვერ ინარჩუნებს ძალას. პრეზიდენტი ზელენსკი ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში ჩამოვა. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრასაც დავგეგმავთ. ამით შესაძლოა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!
წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.