
პაკისტანში და მათ დაქვემდებარებულ ქაშმირში მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლი სწრაფად იზრდება – ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 307 ადამიანი.
ყველაზე მძიმე ვითარება ჩრდილო-დასავლეთის ქაიბერ-პახტუნხვის პროვინციაშია, სადაც ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა უმრავლესობა აღირიცხა. სტიქიის შედეგად დაზიანდა მინიმუმ 74 საცხოვრებელი სახლი. სამაშველო ოპერაციის დროს, ცუდ ამინდში ჩამოვარდა სამხედრო ვერტმფრენი, რის შედეგადაც მისი ბორტზე მყოფი ხუთივე მფრინავი დაიღუპა.
მოსალოდნელია, რომ უხვი ნალექი 21 აგვისტომდე გაგრძელდება.