თეთრი სახლი: ამ წუთებში ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

თეთრი სახლი: ამ წუთებში ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს

ამ წუთებში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დენ სკავინო ავრცელებს.

„Air Force One-ი ენდრიუსის ბაზაზე დაეშვა. პრეზიდენტი ზელენსკისა და სხვებს ესაუბრება. თვითმფრინავიდან ჩამოსვლა ამიტომ დაგვიანდა“, - წერს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე X-ზე.