![გიორგი ქადაგიძე სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/80aca32f-916c-4627-95b3-8071df445413.jpeg)
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს. ეს სოფელი 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული იყო. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და 35-ე საზღვარო ბრიგადის კონტრადმირალი მიხაილო ოსტროგრადსკი.
"კონტრშეტევის ფარგლებში 35-ე ბრიგადის სამხედროებმა დონეცკის რეგიონის სოფელი სტოროჟევოე გაათავუსუფლეს. დეოკუპაციის პროცესში სამხედროებმა დაახლოებით 50 რაშისტი გაანადგურეს, 4 რუსი კი ტყვედ აიყვანეს. დღეს სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სოფელ სტოროჟევოეში და ასე იქნება ყველა დასახლებულ პუნქტში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. ოპერაცია დაახლოებით დილის 5 საათზე დაიწყო. სამხედროებმა შტურმი დაიწყეს. მტერმა წინააღმდეგობა გაგვიწია და არტილერიიდან ისროდა, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით განახორციელეს შეტევა და სტოროჟევოე გაათავისუფლეს", - თქვა ბრიგადის მეთაურმა.
მათ დეოკუპირებული პუნქტიდან ვიდეოც გაავრცელეს.
ასევე, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა დასახლებული პუნქტების, მაკაროვკასა და ბლაგოდატნოეს ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ.