უკრაინელებმა დასახლებული პუნქტები მაკაროვკა და ბლაგოდატნოე ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელებმა დასახლებული პუნქტები მაკაროვკა და ბლაგოდატნოე ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონის დასახლებული პუნქტები მაკაროვკა და ბლაგოდატნოე ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ავრცელებს.

მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე წინ მიიწევენ ბახმუტის და სამხრეთის მიმართულებით.

"ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები შტურმს ახორციელებენ. გვაქვს წარმატება ბერხოვსკის წყალსაცავის მიმართულებითაც. დავწინაურდით 250 მეტრით. სამხრეთ ნაწილში დავწინაურდით 300-დან 1500 მეტრამდე. მოვახდინეთ ბლაგოდატნოეს და მაკაროვკას დასახლებული პუნქტები. მიმართულებებზე, სადაც ჩვენი სამხედროები თავდაცვის რეჟიმში არიან, დანაკარგი არ გვაქვს და პოზიციები შენარჩუნებულია", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.