ესტონეთმა რუსების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე გაერო-ს უშიშროების სხდომა მოიწვია

ესტონეთმა რუსების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე გაერო-ს უშიშროების სხდომა მოიწვია

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ხვალ, 22 სექტემბერს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

საგარეო წერს, რომ ესტონეთის თავზე NATO-ს საჰაერო სივრცის "აშკარა, უგუნური და უხეშად დარღვევის საპასუხოდ - გაერო-ს უშიშროების საბჭო ტერიტორიული მთლიანობის ამ დარღვევისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის დარღვევის საკითხის განსახილველად შეიკრიბება.

ესტონეთი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას, რადგან რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

***

ესტონეთი რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე NATO-ს მეოთხე მუხლის საფუძველზე კონსულტაციებს ითხოვს.

რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე 19 სექტემბერს დაარღვიეს.

რუსული MIG-31-ები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და ტალინს მიუახლოვდნენ, სანამ NATO-ს გამანადგურებლებმა მათ უკან არ დაახევინეს.

Politico-ს წყაროს ცნობით, ესტონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა 3-მა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია და ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით, 9.2 კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრნენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ რუსული ავიაგამანადგურებლები ესტონეთის ტერიტორიაზე თითქმის 12 წუთი წრიულ მოძრაობებს აკეთებდნენ მანამ, სანამ მათ მოსაგერიებლად NATO-ს F-35 ტიპის გამანადგურებლები არ აფრინდნენ.