კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს

კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.

დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან კანადა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც პალესტინის სახელმწიფო აღიარა.

პალესტინის აღიარების შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა და თქვა, რომ სთავაზობს პარტნიორობას - "როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის შექმნაში".

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება "პალესტინელების და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედის აღსადგენად" მიიღეს.

რაც შეეხება ავსტრალიას, ქვეყნის პრემიერმა ენტონი ალბანეზიმ სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ განცხადება გაავრცელა.

ქვეყნების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება წერს, რომ აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ჯილდო ჯიჰადისტური ჰამასისთვის.