
ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ღრმა შეცდომა. ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს, რადგან, ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე - ეს გზა აქვს გამოვლილი რუსეთს, აქვს გამოვლილი სხვა ქვეყნებს რეგიონში.
შენ როდესაც ხარ ოპოზიციონერი ამომრჩეველი და რეჟიმს არ უწევ წინააღმდეგობას საარჩევნო ყუთთან, შენ ამით ეხმარები რეჟიმს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში. არანაირი დათქმა არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, რომ ვითომ - დემოკრატიაა. ქვეყანაში კრიზისი რომ არის, ამის საზომი არ არის არჩევნებში მონაწილეობა. ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ უფრო გამყარება საკუთარი პოზიციების. ის იტყვის, რომ არანაირი სხვა არჩევანი არ არსებობს, არანაირი სხვა პოლიტიკური პარტიები არ არიან, არჩევნებზეც კი ვერ გამოდიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის პირიქით გამყარება რეჟიმის.
თქვა ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემა მრგვალ მაგიდაში.