უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ლევან მაზმიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ლევან მაზმიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის ლევან მაზმიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან მაზმიაშვილის მამის მირიან მაზმიაშვილის ცნობით, ოჯახში პოლიციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თუმცა გაფორმებული სანადირო თოფის გარდა, ვერაფერი იპოვეს.

ლევან მაზმიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ პოლიცია მათ სახლში უკვე მეორედ შევიდა და დღევანდელი მსგავსად - არც პირველი შემთხვევის დროს განუმარტავს ვინმეს, რას ეძებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახში.

პოლიციის მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ოჯახმა უკვე მიმართა გენერალურ ინსპექციას.

სამხედრო პირი ლევან მაზმიაშვილი უკრაინაში წასვლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.