უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ლეგიონი ავრცელებს.

"აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ", - აღნიშნავენ ფეისბუქზე.

რუსეთის აგრესიას უკრაინაში სულ 58 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.