ყაველაშვილი: ჩვენ ერთმანეთი არ უნდა შეურაცხყოთ, რომ შეიძლება, ვიზაზე სამშობლო გაცვალო

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა, წავიდეს, ნახოს, დაისვენოს, ასევე, იმუშაოს, ა.შ, რა თქმა უნდა, კარგი მონაპოვარია, მაგრამ როცა ეროვნულ ინტერესებზე, ამ მოცემულობასა და სახელმწიფოებრიობაზე გვქონდა საუბარი, ასეთ ადამიანს და ჩვენ ერთმანეთსაც არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა - რომ შეიძლება, ვიზაზე სამშობლო გაცვალო.

თუ შენ ასე მიყენებ და გამხილე შენ, რომ შენ ამას სპეციალურად აკეთებ, რათა შენ აქ ხალხი გაანაწყენო - ეს რაღაც ბიუროკრატული ნაწილი ევროპის და ევროკავშირის და ამას შენ სპეციალურად აკეთებ და გგონია, აქ ბნელი ხალხი ცხოვრობს, არაფრის შემფასებელი და ვერ მიხვდება, შენ ამას რატომ აკეთებ და წამოწიო საქართველოში, რომ არ იცნობენ ამ ქვეყანას, რომ ქართველი ყველაფერს თმობს, არ არსებობს მისთვის მატერიალური დოვლათი, ან ნახავს, არ ნახავს.

აი, თავის შვილს როგორ შეხედავს, რომ სანქციის გამო სამშობლოს გაყიდის, ან რაღაც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ზარალდებოდეს, ვინც არ უნდა იყოს, პოლიციელი იქნება თუ სხვა. დღეს რომ გამოაქვთ და აი, ნახე, შემდეგი სანქცია გელის - არ იციან ქართველი კაცის ხასიათი, რომ ეს უფრო აბრაზებს, უფრო შეურაცხყოფს, რომ შენ საპირწონედ უყენებ სამშობლოს, ქეთევან წამებული მაინც არ გვქონდეს, კაცო მოცემულობაში.

განაცხადა "ქართული ოცნების" მიერ დასმულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.