
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის მეცხრე ეტაპი შედგა.
იგი ადასტურებს, რომ სამშობლოში კიდევ 1000-ზე მეტი მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
"დღეს, სტამბოლში შეთანხმებული ტყვეთა გაცვლის მე-9 ეტაპი უკვე გაიმართა. მძიმედ დაავადებული და დაჭრილი მცველები სახლში ბრუნდებიან. ახლა შეგვიძლია დეტალების გაზიარება - სტამბოლის ბოლო შეთანხმებების ყველა ეტაპის შედეგად, ჩვენ შევძელით 1000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება. ათასი ოჯახისთვის ეს ნიშნავს სიხარულს, რომ კვლავ იხილავენ საყვარელ ადამიანებს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სტამბულში დღეს გაიმართა.