უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია ჩამოასვენეს სამშობლოში ჩამოასვენეს. ოკუპანტებმა ისინი აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე მოკლეს. ქართველ მებრძოლებს აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები დახვდნენ.

წიკლაური და ჟვანია ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ და ისინი გამოცდილი მებრძოლები იყვნენ. ორივე მათგანი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.

რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე სულ 58 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.