უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაშია განთავსებული. ანკეტის თანახმად, ის წინასწარ გამოძიებას ემალება.

5 ნოემბერს უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ვლადიმერ გუნდაევზე [პატრიარქი კირილი] საქმე 4 მუხლით აღძრა.

მას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის უარყოფა და მისი გამართლება, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება.