უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ აეროდრომზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ აეროდრომზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იერიშის დროს უკრაინამ Ту-22М3 ტიპის შორი მანძილის სტრატეგიულ ბომბდამშენს დაარტყა. უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის ინფორმაციით, თავდასხმა აეროდრომზე დრონებით განხორციელდა.

სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.