უკრაინამ ოკუპანტების დრონების ბაზას დაარტყა

უკრაინამ ოკუპანტების დრონების ბაზას დაარტყა

უკრაინამ ოკუპანტების დრონების ბაზა დაბომბა - კერძოდ, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი იტყობინება, დაბომბეს რუსეთის ორი ბაზა, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარეობს.

"11 სექტემბრის დილას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული იერიში მიიტანეს ოკუპანტების ბაზაზე დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქის სოფელში", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, უცნობია, რომელმა ქვედანაყოფმა განახორციელა შეტევა და რა გამოიყენეს თავდასხმისთვის.