უიტკოფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება

უიტკოფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში მარკო რუბიოსთან ერთად გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ჩავლენ.

Reuters-ის ცნობით, ვიტკოფმა დოჰაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვეველია, დაესწრება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

იქამდე:

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. შეთავაზება გაკეთდა რუსეთის მხრიდან მედიაციის სურვილის ფონზე და თურქეთის ჩართულობით.

13 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება. თუმცა, დელეგაციის შემადგენლობა არ დასახელებულა.

14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ 15 მაისს ანკარაში დაგეგმილი აქვს შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. თუმცა, აღნიშნა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება სტამბოლში ჩასვლას, ის და ერდოღანიც ჩავლენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებებისადმი და აღნიშნა, რომ შესაძლოა თავადაც დაესწროს შეხვედრას, რაც პუტინის დასწრებაზეა დამოკიდებული.