აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში გაგზავნა უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
"ჩვენ შეგატყობინებთ თქვენ ამის შესახებ, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ", - უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.
დონალდ ტრამპის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ევროპა შეასრულებს, თუმცა ამ პროცესში აშშ-ც ჩაერთვება.
"ისინი თავდაცვის პირველი ხაზი არიან, რადგან ისინი იქ არიან, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას", - თქვა მან.
დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, ის ძალაში დარჩება.