მცხეთა-მთიანეთში 21 წლის ბიჭი დაჭრეს

მცხეთა-მთიანეთში 21 წლის ბიჭი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთში 21 წლის ბიჭი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, ის თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.