უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ომის დასასრულებლად "დიპლომატიური გზა" იპოვოს. ეს განცხადება მან ოვალურ კაბინეტში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გააკეთა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევს მოსკოვთან და ვაშინგტონთან სამმხრივი შეხვედრა სურს.
კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში "რუკების გადახაზვისთვის" მოემზადოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უპასუხა, თუმცა შეაქო დონალდ ტრაპმის ადმინისტრაციის ძალისხმევა ომის შესაჩერებლად.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ყოველდღიურად რუსული თავდასხმების ქვეშაა და მიუთითა რუსეთის მიერ ღამით ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმებზე.
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, შევაჩეროთ რუსეთი. და ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან. [...] ჩვენ მხარი დავუჭირეთ შეერთებული შტატების - პირადად პრეზიდენტ ტრამპის - იდეას, შეეჩერებინა ეს ომი, გამოენახა ამ ომის დასრულების დიპლომატიური გზა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის მას, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი სამიტისთვის.