კოალიციამ ლელო - ძლიერი საქართველო და გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა.
დღესვე წარადგინეს თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებიც, ესენი იქნებიან - ტატა ხვედელიანი და ალეკო ელისაშვილი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი შარაშიძე იქნება.
გიორგი გახარიას პარტიამ და კოალიციამ ლელო - ძლიერი საქართველო 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 14 ივლისს გააფორმეს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და კოალიციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთობლივი ბრძოლისა და კოორდინაციის შესახებ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კვლავ კახა კალაძეა.