ყოველთვის, როდესაც სახეზე გვაქვს არაფუნდამენტური, ერთჯერადი არაეკონომიკური ფაქტორები და მიზეზები, ჩვენ ვალდებულიც ვართ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით, მოვახდინოთ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია, ავარიდოთ ლარს მყისიერი გაუფასურება, რომელიც შეიძლებოდა დამდგარიყო წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რამაც, რა თქმა უნდა, გააუარესა მოლოდინები, გარკვეული შიშები გააჩინა, გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებს, ბანკებს და ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე.
ასეთ დროს, მით უფრო, როდესაც ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდება ლარის მყისიერი გაუფასურება.
განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.