დღეს, თურქეთში, კაისერის პროვინციაში სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას 2 სამხედრო ემსხვერპლა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, SF-260D ტიპის სასწავლო თვითმფრინავი, რომელშიც ორი პილოტი იმყოფებოდა, კაისერის ავიაბაზიდან აფრენისას ჩამოვარდა. ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზები უცნობია.
სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს ეკიპაჟი იყო მისული, რომელმაც ორივე სამხედროს დაღუპვა დაადასტურა.