თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (AFAD) ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:48 საათზე მოხდა. ეპიცენტრი მალათიას პროვინცია, იეშილიურტის რაიონი იყო.

თურქული გამოცემა Anadolu Agancy-ის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ შეშინებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებშიც მათ შორის ადიამანში, გაზანთეპში, ქაჰრამანმარაშსა და შანლიურფაში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მსუბუქად დაშავდა 22 ადამიანი.

"ამ დროისთვის არ გვყავს დაღუპულები. ჩვენი 22 მოქალაქე მსუბუქად დაშავდა შიშის, პანიკის და სიმაღლიდან გადმოხტომის გამო." - განაცხადა შს მინისტრმა.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა.

სტიქიას 50 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.