ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გიორგი კავლელაშვილი პატიმრობაში დატოვა.

"არსებობდა, როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, ისე საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. მისი პოზიცია იყო, რომ ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა. თავის მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია", - განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი.

სასამართლო სხდომა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში ჩატარდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტის პალატაში გადაყვანა იგეგმება.

10 იანვარს პროკურატურამ კაცს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

დაკავებულმა ცოლს 9 იანვარს დაჭრა, ხოლო თავად თვითდაზიანებები მიიყენა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.