ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად კიდევ, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად კიდევ, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ცნობით, წყალდიდობის შედეგად ცენტრალურ ევროპაში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.

შტორმით გამოწვეული კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში სახლები და შენობები დატბორეს. დანგრეულია ხიდები და გზები.

ამ დროის მონაცემებით, ყველზე მეტი, 6 ადამიანი რუმინეთში დაიღუპა.

მძიმე სიტუაციაა პოლონეთსა და ჩეხეთშიც. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

14 სექტემბერს, რუმინეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, 4 ადამიანი დაიღუპა.

"სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ველოდებით მომდევნო ოთხ, შესაძლოა ხუთ დღეში, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს ვითარებას, რომელიც 1997 და 2002 წლების დიდი წყალდიდობის დროს იყო", - აღნიშნა ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, პიტერ ჰლადიკმა.