
პარლამენტში წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის მინისტრად პაატა სალიას დანიშვნის შემდეგ, კომისიაში მის ადგილს ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს.
დღეს კომისიის ფარგლებში გამოკითხული იქნება თეიმურაზ ჭიჭინაძე, ასევე დაბარებულნი არიან შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე. როგორც კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე განხილვაშია საკუთრების უფლების დარღვევისა და წამების ფაქტები.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხი, მათ შორის: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევა და ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებული ზეწოლის ფაქტები.