ჩვენ გვქონდა გენერალური რეპეტიცია, ჩემს ამჟამინდელ ენაზე რომ ვთქვა, 2020 წელს, როდესაც ძალიან დიდი თანხები მოხმარდა რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას, როდესაც გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პირველ რიგში ISFED-მა გააყალბა და ამას უნდა მოჰყოლოდა დესტაბილიზაცია. ეს რეპეტიცია მათ განვლეს, ჩავარდა და ახლა უფრო მეტი რესურსი მობილიზდა, რათა 2024 წლის არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი გამოყენებულიყო კვლავ რევოლუციური მცდელობისთვის.
ჩვენმა ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მშვიდობიანობა, ანუ სტაბილურობა, აღარ დაუშვას მსგავსი. შესაბამისად გამჭვირვალობის ეს ქართული კანონი, რომელიც მის ყველა კომპონენტში განსხვავდება რუსული კანონისგან, და აქაც რეზოლუცია ტყუის, როდესაც ამბობს, რომ რუსული კანონის მსგავსი კანონია, ვიღებთ ამ ქართულ კანონს და უკან დახევა ნამდვილად არ იქნება.
განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანიმა TV იმედის ეთერში.