ისეთი ტიპის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე, რასაც ზელენსკი იღებს, კომენტარები მოძველდა ან არც იცი, რა უპასუხო ადამიანს, რომელიც ომშია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, გამარჯვებას, გამთლიანებას. სულ ეს არის, რაც შემიძლია, ვთქვა. ხელისუფლებები მიდიან და მიდიან, ხალხებს შორის მეგობრობა კი რჩება. ვფიქრობ, ამ განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ავტორი ხელისუფლება როდესაც დაასრულებს ომს, შემდეგ დაელოდება დროს, როცა ქართველი ხალხი მას პასუხს გასცემს
პირველი არხის ცნობით განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე კონსულატციებისთვის საქართველოს ელჩის სამშობლოში დაბრუნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე.