ღიად მინდა გითხრათ, რომ კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული, ერთი, რომ ჩვენ უკვე ხვალვე, ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორც იყო ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი, ამას ეყარა კენჭი და მეორე ვერსია იყო, რომ ცნობილიყო, ანუ რატიფიცირებულიყო ჩვენი უფლებამოსილებები დროებით და სერიოზული დათქმებით.
ამ სერიოზულ დათქმებში არ არის არავითარი სააკაშვილის გათავისუფლება ან დავალება, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მაგრამ არის სერიოზული სხვა დათქმები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რაზეც მე კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი მეთქი, ეს მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია ქართული ოცნების და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის, რომ არჩევნები ერთხელ უკვე ჩატარდა და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა.
შესაბამისად, პროცედურა იქნება ახლა შემდეგი - მინდა ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას პირველ რიგში მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ. ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმე არიან, მათაც მივუსამძიმრო და ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ ამ დათქმებს და უკვე ხვალ მე შევძლებ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა გითხრათ, რა იქნება პლენარულ სხდომაზე.
თქვა თეა წულუკიანმა.
PACE ხვალ კენჭს უყრის დასკვნას, რომელიც არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.