ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომაზე 29 იანვარს განიხილავენ.
გუშინ, 27 იანვარს საკითხი PACE-ს ზამთრის სესიის გახსნით სხდომაზე დღის წესრიგში დადგა, შემდეგ კი საკითხი მონიტორინგის კომიტეტებს გადაეცა. ცოტა ხნის წინ, PACE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მონიტორინგის კომიტეტის დასკვნა, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან.
კომიტეტის დასკვნის თანახმად, ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღიაროს, თუ აპრილამდე დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების დელეგატებს საბჭოში შეზღუდვები დაუწესდებათ, კერძოდ, განცხადების თანახმად, პოლიციის სისასტიკისა და ადამიანის უფლებების სხვადასხვა დარღვევების დაგმობის აშკარა ნიშნად, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან აქამდე რეაქცია არ მოჰყოლია, ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქართული დელეგაციის წევრებს შეუჩეროს კომიტეტების სრულუფლებიანი წევრობისა ან მოადგილეობის უფლება.
ასევე, არჩევნების სადამკვირველო კომისიის წევრობისა და მომხსენებლად დანიშვნის უფლება. გარდა ამისა, ქართული ოცნების დელეგაციის წევრებისთვის ასამბლეის პრეზიდენტობის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარეობის ან ვიცე-თავმჯდომარეობის კანდიდატად დანიშვნის უფლება.
განცხადების თანახმად, ასამბლეას ექნება შესაძლებლობა, გადახედოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს, ზემოაღნიშნული უფლებების შეჩერების ჩათვლით თავის 2025 წლის აპრილის სესიაზე - მე-11 პუნქტში ნახსენებ საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის ფონზე.