
ჩემი კითხვა შეეხება საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც ვიცი, რომ მუშაობთ და გაქვთ ასევე, ვიცი, ემოციური დამოკიდებულება. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში და მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების მდგომარეობა. თქვენ კარგად იცნობთ ციფრებს - მაგალითად, 50 000 ოჯახი არის უშვილო და ეს არის რეალური შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანების და ოჯახების გაბედნიერებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას მივაღწიოთ, მათ შორის სადღაც 185 ათასი არის ოჯახი, სადაც მხოლოდ 1 ბავშვია და რა თქმა უნდა, წახალისების პირობებში, შესაძლებელია რომ შემდგომი ბავშვების გაჩენის დაგეგმვაზე იფიქრონ.
მე მაქვს სურვილი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, აპირებთ თუ არა, უფრო სიღრმისეულად იმუშაოთ ამ საკითხზე? მათ შორის, კვლევა, თუ რა იქნება წამახალისებელი ქართველი წყვილებისა და ოჯახებისთვის, რომ შვილების გაჩენაზე იფიქრონ. ვიცით, ერთი, რაც ზუსტად ძალიან კარგად იმუშავა, ეს არის პატრიარქის წახალისება და მისი მოწოდება და ამის გარდა, ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამის გარდა, შეგვიძლია თუ არა რაიმე დამატებით შევთავაზოთ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა იყოს გაუმჯობესებული.
მიმართა ნინო წილოსანმა ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს ერთპარტიულ პარლამენტში ანგარიში წარადგინა.