18 იანვარს თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს.
რაც შეეხება კიდევ 2 დაკავებულს - გურამ მაცხონაშვილს და რომან აკოფოვს, ისინი იზოლატორში ამ დრომდე რჩებიან. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მათ წინააღმდეგ შსს-მ გამოიყენა პატიმრობის 48 საათიანი ვადა და მათი სასამართლო პროცესები ხვალ ჩაინიშნება.
როგორც ცნობილია, დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადვოკატების ინფორმაციით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამასთან, პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს სონა კალანდაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და თმით მოქაჩეს. თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც.
18 იანვარს თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ გურამ მაცხონაშვილი, მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოფოვი და მარიამ გილაშვილი.